“რატომღაც აქ ყველას ჰგონია, რომ კონსპირაციული შეხვედრები ჩვენი ხელისუფლების მხრიდან დარჩება შეუმჩნეველი, ან შეძლებენ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების ფარულად დაფინანსებას, ან მითითებების მიცემას” – ზვიად შალამბერიძე
“რატომღაც აქ ყველას ჰგონია, რომ კონსპირაციული შეხვედრები ჩვენი ხელისუფლების მხრიდან დარჩება შეუმჩნეველი, ან ისინი შეძლებენ რაღაც გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების ფარულად დაფინანსებას, ან მითითებების მიცემას. დარწმუნებული ვარ, ხედავენ, რომ ასეთი შანსები მათ სულ უფრო და უფრო უმცირდებათ”, – ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ საქართველოში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან საელჩოში 15 იანვარს აქტივისტების შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, მან უარყო ყველა ის ინფორმაცია, რა ინფორმაციაც გავრცელდა დღეს, მაგრამ ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მისი შეხვედრა და შეხვედრის მიზეზი სამოქალაქო აქტივისტებთან იყო სწორედ ის, რაზეც ვისაუბრეთ – სამწუხაროა, რომ მსგავსი ფაქტები და შეხვედრები გრძელდება. მე რამდენიმე ფაქტს გავიხსენებდი სხვადასხვა ელჩის მხრიდან, ზოგჯერ კონსპირაციულ შეხვედრასთან, ზოგჯერ ვიღაცის სახლში შეხვედრასთან დაკავშირებით – რატომღაც აქ ყველას ჰგონია, რომ ასეთი კონსპირაციული შეხვედრები დარჩება შეუმჩნეველი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, ან ისინი შეძლებენ ფარულად დაფინანსებას რაღაც გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების, ან მითითებების მიცემას და ასე შემდეგ და დარწმუნებული ვარ, ხედავენ, რომ ასეთი შანსები მათ სულ უფრო და უფრო უმცირდებათ და ყველა მათ მიერ გადადგმული ასეთი ნაბიჯი, რომელიც ემსახურება ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ მდგომარეობის გამწვავებას, ჩვენ მიერ იქნება მხილებული და ჩვენი ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაქცია იქნება“, – განაცხადა შალამბერიძემ.