გუდაურში ფესტივალი „გიზ-გიზი“ ტარდება

ბაკურიანის შემდეგ ფესტივალი „გიზ-გიზი“ გუდაურში იმართება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამთო კურორტის დამსვენებლებისა და ადგილობრივებისთვის მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიება მოეწყო. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალზე დასწრება უფასოა.

“ფესტივალის ფარგლებში, სტუმრებს მუსიკალური პროგრამა, გასართობი სივრცეები, როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის და სპეციალურად მოწყობილი კვების ობიექტები დახვდათ.

ფესტივალის მიზანია, როგორც შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია, ასევე  საერთაშორისო მოგზაურთა მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ზამთრის კურორტების ცნობადობის გაზრდას.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ფესტივალი „გიზ-გიზი“ მე-3 წელია საქართველოს სამთო კურორტებზე ტარდება,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები