Best Western Gudauri-ს წარმომადგენელი: წინა წლებთან შედარებით, ტურისტული თვალსაზრისით დატვირთულობის კოეფიციენტი რომ ავიღოთ – წელს 20 პროცენტით მეტი დატვირთულობა გვაქვს

“წინა წლებთან შედარებით, დატვირთულობის კოეფიციენტი რომ ავიღოთ – წელს 20 პროცენტით მეტი დატვირთულობა გვაქვს”,- ამის შესახებ Best Western Gudauri-ს წარმომადგენელმა გიორგი კვიწინაშვილმა “კვირასთან” ტურისტული წლის შეჯამებაზე საუბრისას განაცხადა.

“ამ ეტაპზე, იანვრის თვე ძალიან კარგია. სტუმრების რაოდენობა და დატვირთულობა ძალიან კარგია. გვყავს არაბები, ჩინელები, სომხები, რუსები, უკრაინელები…
წინა წლებთან შედარებით, დატვირთულობის კოეფიციენტი რომ ავიღოთ – წელს 20 პროცენტით მეტი დატვირთულობა გვაქვს”,- განაცხადა კვიწინაშვილმა.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით,
საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.

მათივე ცნობით, გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები