ეკა სეფაშვილი: ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაში ორი ტიპის მიდგომაა – ერთი, რომელიც ეფუძნება ობიექტურ შეფასებებს და იქ საქართველო ყოველთვის მოწინავე პოზიციებზეა და მეორე – ევრობიუროკრატების შეფასება, სადაც ყოველთვის ზეწოლის ქვეშ ვართ
„ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაში ორი ტიპის მიდგომაა. ერთი, რომელიც ეფუძნება ობიექტურ შეფასებებს და იქ საქართველო ყოველთვის მოწინავე პოზიციებზეა და მეორე – ევრობიუროკრატების შეფასება, სადაც ყოველთვის ზეწოლის ქვეშ ვართ,“- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ერთი და იგივე ხელით მართული სხვადასხვა აქტორია, სხვადასხვა მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რომელთა საბოლოო ნაბიჯი არის ის, რომ გეოპოლიტიკურ სივრცეში შეიქმნას თამაშის ისეთი წესები, როგორიც გლობალური აქტორების ჯგუფს უნდა.
„ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაში ორი ტიპის მიდგომაა. ერთი, რომელიც ეფუძნება ობიექტურ შეფასებებს და იქ საქართველო ყოველთვის მოწინავე პოზიციებზეა და მეორე – ევრობიუროკრატების შეფასდება, სადაც ყოველთვის ვართ ზეწოლის ქვეშ და ყოველთვის უკმაყოფილოები არიან. ევროკავშირისა და ევროკომისიის შიგნითაც ეს ის ხალხია, რომლებიც თვითონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უკმაყოფილებას იწვევს. ის ხალხი გვაკრიტიკებს და ის ხალხი ავრცელებს ჩვენზე უსამართლო მიდგომას, რომლებიც თვით ევროკავშირში იწვევენ კრიტიკას.
ეს ხალხი არის სწორედ იმ გლობალური ძალის დავალების შემსრულებლები, რომელსაც ამასთანავე უნდათ საქართველოს ომში ჩართვა. ეს ერთი და იგივე ხელით მართული სხვადასხვა აქტორია, სხვადასხვა მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რომელთა საბოლოო ნაბიჯი არის ის, რომ გეოპოლიტიკურ სივრცეში შეიქმნას თამაშის ისეთი წესები, როგორიც გლობალური აქტორების ჯგუფს უნდა. ამ თამაშის ნაწილია ევროკავშირის ცალკეული ბიუროკრატების ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.