ზამურ ჭითანავა საფეხბურთო კლუბ ,,სიონის“ ვარჯიშს დაესწრო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, საფეხბურთო კლუბ ,,სიონის“ ვარჯიშს დაესწრო. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფეხბურთელებმა მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე ახალი საფეხბურთო სეზონის პირველი ვარჯიში გამართეს. კლუბმა გასულ სეზონზე ასპარეზობა ეროვნულ ლიგა 2-ში დაასრულა. კლუბს ახალ სეზონზე უჩა სოსიაშვილი გაწვრთნის. ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის საშინაო მატჩს ბოლნისის ,,სიონი“ 1-ელ მარტს ,,სამტრედიასთან“ გამართავს.
“ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ფეხბურთელებსა და კლუბის სამწვრთნელო შემადგენლობას გაესაუბრა, მხარდაჭერა აღუთქვა და ახალ სეზონზე წარმატება უსურვა.
,,სიონის“ პირველ ვარჯიშს მერთან ერთად მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, ესწრებოდნენ,”- წერია ინფორმაციაში.