მათიკაშვილი – ფიშერისა და აქტივისტების შეხვედრაზე: ვერავინ ეღირსება საქართველოში დატრიალდეს ტრაგედია, რომელსაც ვხედავთ ირანში

„ვერავინ ეღირსება, საქართველოში დატრიალდეს ტრაგედია, რომელსაც ვხედავთ ირანში,”- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩისა და აქტივისტების გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

„ყველა გაფრთხილდეს – რადიკალიზმის მომხრე როგორც შიდა, ასევე გარე აქტორი. ყველა თეთრი, რომელიც საქართველოში ქვეყნის ფარგლებს გარედან იქნება შემოსული, იქნება გამჭვირვალე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ბუნებრივია, ყველა ზომას გამოიყენებს იმისთვის, რომ კანონის მოთხოვნები აღსრულდეს. ამასთანავე, ვერავინ ეღირსება, რომ საქართველოში დატრიალდეს ის ტრაგედია და უბედურება, რომელსაც სამწუხაროდ, ვხედავთ ირანში. ამ შეხვედრების ფაქტი, რომელიც ფაქტობრივად, დადასტურებულია, ნიშნავს ვენის კონვენციის კიდევ ერთხელ უხეშ დარღვევას”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საელჩოში 15 იანვარს აქტივისტებს შეხვდა.

„ქრონიკის“ ინფორმაციითვე, ამ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, „გირჩის“ წევრი ლუკა მიშველაძე, ასევე მეგი ფერაძე, არჩილ გოჩიტაშვილი, დავით სეხნიაშვილი, სერგეი ყანჩელი, ნიკოლოზ ხოსროშვილი, ანნი ფრიდონაშვილი და დათა ქაშიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები