“ევროკავშირი არ ემსახურება ევროპელი ხალხისა და ევროპის სახელმწიფოების ინტერესებს” – სოზარ სუბარი

“ევროკავშირი არ ემსახურება ევროპელი ხალხისა და ევროპის სახელმწიფოების ინტერესებს. აღმოჩნდა, რომ ევროკავშირი ემსახურება ევრობიუროკრატიისა და იმ დიდი მოთამაშეების ინტერესებს, რომლებიც ცდილობენ – მსოფლიო პოლიტიკა თავის ხელში აიღონ”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა გადაცემაში „EURO ანატომია“ ისაუბრა.

„ჩვენ ახლა ამას „დიფ სთეითს“ ვუწოდებთ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის დიდი კორპორაციები, რომლებიც ფაქტობრივად, წარმართავენ მსოფლიოს პოლიტიკას, როგორც შეერთებული შტატების, ისე ევროპის. ისინი მსოფლიოს პოლიტიკაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენენ“, – აღნიშნა  სუბარმა.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები