შალვა პაპუაშვილი – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამარ მეარაყიშვილის დაკავებაზე: სამწუხაროდ არის ფაქტები, როდესაც ხდება საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავება
„სამწუხაროდ, არის ფაქტები, როდესაც ხდება საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავება,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ „ჯაშუშობის“ ბრალდებით ახალგორის მცხოვრებ, თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველა ზომას მიმართავს იმისთვის, რომ ასეთი უკანონობა შეწყდეს.
„სამწუხაროდ, არის ფაქტები, როდესაც ხდება საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავებას. როდესაც საქმე გვაქვს უკანონო რეჟიმთან, ნებისმიერი ასეთი ქმედება თავისი არსით არის უკანონო. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ბრალდებების შინაარსი არის ასევე უკანონო. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ იმისთვის, რომ ასეთი უკანონობა შეწყდეს”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.