ტრამპმა 11 თვის მუშაობა შეაჯამა და მიღწევებზე ისაუბრა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯარო გამოსვლისას განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მას “არეულობა” დახვდა და მისი ადმინისტრაცია ამ ვითარების გამოსწორებაზე მუშაობს.
„11 თვის წინ არეულობა მივიღე და ახლა მის გამოსწორებაზე ვმუშაობთ. ამ პერიოდში შეერთებულმა შტატებმა ამერიკის ძალა აღადგინა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია“, — განაცხადა ტრამპმა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაციის ქმედებებმა ირანის ბირთვული პროგრამისგან მომდინარე საფრთხე გაანეიტრალა. ამასთან, მან განაცხადა, რომ დასრულებულია ომი ღაზაში, თუმცა, როფორც მედია წერს, აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო დონეზე განსხვავებული შეფასებები არსებობს და ცალკეული წყაროები სრულმასშტაბიანი ომის დასრულებას არ ადასტურებენ.
როგორც ტრამპმა განმარტა, წარმატების დიდ ნაწილს ტარიფების დაწესების მეშვეობით მიაღწია.