ევროკავშირის ლიდერები დღეს სამიტს გამართავენ

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში იკრიბებიან. ისინი სტრატეგიულ დებატებს გამართავენ უკრაინაზე, მომავალ მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოზე, გაფართოებასა და ევროკავშირში გეოეკონომიკურ სიტუაციაზე.

როგორც ცნობილია, ლიდერები შეაფასებენ, თუ როგორ გააძლიერონ უკრაინის მოლაპარაკებების პოზიცია, გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე და გააგრძელონ ევროპის ინტერესების დაცვა.

ევროპული საბჭოს დღის წესრიგში ასევე განხილული იქნება ახლო აღმოსავლეთი, ევროპის თავდაცვა და მიგრაცია.

სამიტზე განხილვის საგანი იქნება კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი.

სამიტის ხელმძღვანელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა იქნება. შეხვედრას დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. სამიტი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები