პროტესტი სლოვაკეთში – მომიტინგეები ფიცოს გადადგომას მოითხოვენ
სლოვაკეთის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში, ქუჩებში პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა.
დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამენ მთავრობის მიერ ინიციირებულ სასამართლო სისტემის რეფორმებსა და სხვა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც, მათი თქმით, ქვეყნის სამართლის დამოუკიდებლობას აზიანებს.
მედიის ცნობით, თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა რობერტ ფიცოს გადადგომა და სლოვაკეთის პრეზიდენტის, პეტერ პელეგრინის მიერ ცვლილებებზე ვეტოს დადება მოითხოვეს.