აშშ-ში შესვლა კიდევ უფრო მეტი ქვეყნის მოქალაქეს აეკრძალება – ტრამპმა სია გააფართოვა
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა პროკლამაციას, რომლითაც მოგზაურობის სრული ან ნაწილობრივი შეზღუდვის მქონე ქვეყნების სია 39-მდე გაფართოვდა,- ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
ამ დეკლარაციით, მოგზაურობის აკრძალვის სრულ სიას შვიდი ახალი ქვეყანა ემატება: ლაოსი, სიერა-ლეონე, ბურკინა-ფასო, მალი, ნიგერი, სამხრეთ სუდანი და სირია. ლაოსი და სიერა-ლეონე ადრე ნაწილობრივ შეზღუდვებს ექვემდებარებოდნენ.
გაფართოებულ სიაში ასევე შედის 15 ახალი ქვეყანა, რომლებიც ნაწილობრივ შეზღუდვებს აწყდებიან: ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, ბენინი, კოტ-დივუარი, დომინიკა, გაბონი, გამბია, მალავი, მავრიტანია, ნიგერია, სენეგალი, ტანზანია, ტონგა, ზამბია და ზიმბაბვე.
ოფიციალური გაფართოება მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაამკაცრა იმიგრაციის წინააღმდეგ მიმართული წესები ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში მომხდარი სროლის გამო , რომლის დროსაც ეროვნული გვარდიის ერთი წევრი დაიღუპა და მეორე მძიმედ დაიჭრა.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აკრძალვა ძალაში 2026 წლის პირველი იანვრიდან შედის.