რეჟისორ რობ რაინერის ვაჟს მშობლების მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრება
ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელის ვაჟს, ნიკ რაინერს, რომელიც მშობლების მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობის ორი მუხლით წაუყენეს.
ბრალდებები ითვალისწინებს სამუდამო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას. პროკურორებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, მოითხოვენ თუ არა ამ საქმეში სიკვდილით დასჯას.
რაიონული პროკურორის ოფისის პრესრელიზში ნათქვამია, რომ რაინერმა, სავარაუდოდ, მშობლები 14 დეკემბერს, გამთენიისას, სასიკვდილოდ დაჭრა და შემდეგ გაიქცა.
დაპატიმრების დროს მას წინააღმდეგობა არ გაუწევია.
მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.