რუსეთის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტი: დედამიწაზე მაგნიტური შტორმი შესაძლოა პროგნოზირებულზე ადრე დაიწყოს
მზის ქარის გაძლიერების გამო, დედამიწაზე მაგნიტური შტორმი შესაძლოა პროგნოზირებულზე ადრე დაიწყოს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის (IKI) მზის ასტრონომიის ლაბორატორია ავრცელებს.
როგორც მეცნიერებმა აღნიშნეს, ეს „განსაკუთრებული სასწაული“ არ ყოფილა, რადგან დიდი კორონალური ხვრელი დედამიწის დარტყმის ზონაში რამდენიმე დღით ადრე შევიდა, თუმცა ისინი ვარაუდობდნენ, რომ პიკამდე დაახლოებით ერთი დღე იქნებოდა დარჩენილი.
„მზის ქარის სიჩქარე საკმაოდ სწრაფად და გარკვეულწილად მოულოდნელად იზრდება. <…> მაგნიტური შტორმის პროგნოზი კვლავ ძველ დროს ეფუძნება და არ შეცვლილა – მოსალოდნელი გეომაგნიტური დარღვევების მაქსიმალური ნიშნული ოთხშაბათიდან ხუთშაბათის ღამისთვისაა „დაგეგმილი“, მაგრამ თუ ქარის სიჩქარე კვლავ გაიზრდება, მაშინ ყველა ეს წითელი ზოლი სწრაფად გადაინაცვლებს მარცხნივ“, – ნათქვამია ანგარიშში.
მანამდე, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტმა განაცხადა, რომ წლის ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა მეტეორულმა წვიმამ, ჯემინიდებმა, 13-14 დეკემბრის ღამეს მაქსიმუმს მიაღწია.