DeepState: უკრაინამ კუპიანსკის ნაწილი გაათავისუფლა და რუსი სამხედროები ალყაში მოაქცია
უკრაინის თავდაცვის ძალებმა კუპიანსკში რამდენიმე დასახლების გათავისუფლება მოახერხეს და რუსული არმიის პოზიციებზე წინსვლა განახორციელეს,- ინფორმაციას უკრაინული სამხედრო-ანალიტიკური საიტი DeepState-ი ავრცელებს.
უკრაინის სამხედრო უწყების ცნობით, უკრაინულმა ნაწილებმა კონტროლი დაიბრუნეს რიგ სოფლებზე, რაც, მათივე ცნობით, მნიშვნელოვნად ართულებს რუსეთის ძალების ლოგისტიკასა და რეგიონში გადაადგილებას.
საბრძოლო მოქმედებები ქალაქ კუპიანსკის მახლობლად კვლავ გრძელდება. არსებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო დანაყოფები რჩებიან ქალაქის გარკვეულ უბნებში, თუმცა უკრაინული ძალები შეტევით ოპერაციებს განაგრძობენ.
დამოუკიდებელი წყაროები ადასტურებენ უკრაინის წინსვლას, თუმცა აღნიშნავენ, რომ კუპიანსკის სრული გათავისუფლება ამ ეტაპზე ოფიციალურად არ დადასტურებულა და სიტუაცია კვლავ დინამიკურია.
უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის შეფასებით, კუპიანსკის მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფრონტია, სადაც ბრძოლების ინტენსივობა უახლოეს დღეებში შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.