კოსოვო აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების მიღებას იწყებს

კოსოვომ დაიწყო შეერთებული შტატებიდან დეპორტირებული მიგრანტების მიღება, რომლებიც წარმოშობით კოსოვოდან არ არიან,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალბინ კურტიმ განაცხადა.

როგორც “როიტერი” წერს, კოსოვო დათანხმდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნას, თავდაპირველად 50 დეპორტირებული მიეღო.

„ჩვენ ვიღებთ მათ,ვისი ყოფნაც აშშ-ს თავის ტერიტორიაზე არ სურდა“, – აღნიშნა კურტიმ.

მედიის ცნობით, ვაშინგტონი მესამე მხარის მოქალაქეების მისაღებად პარტნიორებს ეძებს, რადგან ის ცდილობს შეასრულოს ტრამპის დაპირება რეკორდული რაოდენობის დეპორტაციების შესახებ.

როგორც საერთაშორისო მედია წერს, კოსოვოსა და აშშ-ის ურთიერთობები განსაკუთრებით მჭიდროა, იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონმა 2008 წელს სერბეთისგან დამოუკიდებლობის მხარდაჭერაში წამყვანი როლი ითამაშა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები