უშაკოვი – დონბასში, შესაძლოა, არც რუსული და არც უკრაინული ჯარები არ განთავსდნენ

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ დონბასში არ იყვნენ ჯარისკაცები არც რუსეთიდან და არც უკრაინიდან, არამედ იქ იქნება ეროვნული გვარდია, პოლიცია და ყველა ის პირი, რომელიც აუცილებელია წესრიგის დასაცავად.

მისივე თქმით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც კიევის ძალები მთელი დონბასის რეგიონიდან გავლენ, ხოლო მათ მიერ ამჟამად კონტროლირებად ტერიტორიას რუსეთის ეროვნული გვარდია გადაიბარებს.

„სრულიად შესაძლებელია, რომ იქ არც ერთი ქვეყნის ჯარი არ იყოს, არც რუსული და არც უკრაინული. მაგრამ იქ იქნება რუსეთის ეროვნული გვარდია, ჩვენი პოლიცია და ის, რაც წესრიგის შესანარჩუნებლად და ცხოვრების ორგანიზებისთვის არის საჭირო“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ეს ტერიტორია რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის და მათი ადმინისტრაციების კონტროლის ქვეშ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები