აშშ-ში უცხოელ ტურისტებს, შესაძლოა, შესვლამდე ხუთწლიანი სოციალური მედიის ისტორია მოსთხოვონ

ამერიკელი ოფიციალური პირების მიერ წარმოდგენილი ახალი წინადადების თანახმად, ათობით ქვეყნიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულ ტურისტებს, შესაძლოა, შეერთებულ შტატებში შესვლის პირობად ხუთწლიანი სოციალური მედიის ისტორიის წარდგენა მოსთხოვონ,- ამის შესახებ”ბიბისი” წერს.

ახალი პირობა გავლენას მოახდენს ათობით ქვეყნის იმ პირებზე, რომლებსაც აქვთ აშშ-ში 90 დღით ვიზის გარეშე ყოფნის უფლება, იმ პირობით, რომ მათ შეავსეს მოგზაურობის ავტორიზაციის ელექტრონული სისტემის (ESTA) ფორმა.

როგორც მედია აღნიშნავს, იანვარში თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის საზღვრების უფრო ზოგადი გამკაცრებისკენ გადადგა ნაბიჯი, მიზეზად კი ეროვნული უსაფრთხოება დაასახელა.

ანალიტიკოსების თქმით, ახალმა გეგმამ შესაძლოა, პოტენციური ვიზიტორებისთვის დაბრკოლება შექმნას ან მათი ციფრული უფლებები დააზიანოს.

მედიის ცნობით, აშშ მომავალ წელს უცხოელი ტურისტების დიდ შემოდინებას ელის, რადგან კანადასთან და მექსიკასთან ერთად მამაკაცთა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს და ლოს-ანჯელესში 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები