ბაქოს მეტროში, საქართველოს მოქალაქის მიმართ უხამსი ქმედების გამო ადგილობრივი მამაკაცი დააკავეს

ბაქოს მეტროში, ერთ-ერთ სადგურზე, მატარებელში საქართველოს მოქალაქის მიმართ უხამსი ქმედებები განხორციელდა.

დაზარალებულმა მომხდარის გამო სამართალდამცველებს მიმართა. ქალის მიერ ამოცნობილი მამაკაცი პოლიციამ დაუყოვნებლივ დააკავა, ის აზერბაიჯინის მოქალაქე, 46 წლის შაკირ მიუროლთოვია.

დაკავებულის წინააღმდეგ შედგა ადმინისტრაციული ოქმი, რის შემდეგაც მასალები ნარიმანოვის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა კიდევ ერთხელ მისცა ჩვენება და განაცხადა, რომ მამაკაცი მას ხელით შეეხო. სასამართლომ დამნაშავის მიმართ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გამოაცხადა.

როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, სასამართლომ დაადგინა, რომ ამგვარი ქმედება საზოგადოების მორალურ და სამართლებრივ ნორმებს არღვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები