პერმის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი

რუსეთში, პერმის ეროვნული კვლევითი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (PNIPU) ლაბორატორიაში დღეს აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია.

მედიის ცნობით, ტესტირებადი სისტემის შემქმნელი ქარხნის დირექტორი და მისი ქალიშვილი გარდაიცვალნენ. რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა.

შემთხვევა ჰიდროდინამიკურ სტენდზე მოხდა, რომელიც ლაბორატორიულ კვლევებში გამოიყენებოდა.

აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პირველადი მონაცემებით, ინციდენტი ტექნიკური გაუმართაობის ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მოხდა.

ადგილობრივი საგამოძიებო ორგანოები დეტალური მიზეზების დასადგენად მუშაობენ. საგამოძიებო კოპმიტეტმა სისხლის სამართლის საქმე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით აღძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები