ნეთანიაჰუს კრიტიკის გამო, ისრაელმა უკრაინის ელჩი საყვედურისთვის დაიბარა

ისრაელმა უკრაინის ელჩი ევგენი კორნიჩუკი საყვედურისთვის დაიბარა მას შემდეგ, რაც მან პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კონტაქტების შესახებ გააკრიტიკა.

ელჩმა განაცხადა, რომ გაკვირვებული იყო ნეთანიაჰუს განცხადებებით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა გადაიტანა ისრაელმა 7 ოქტომბერს და რომ ის ისტორიის სწორ, მორალურ მხარეს უნდა დამდგარიყო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილემ, იუვალ ფუქსმა, ელჩს განუცხადა, რომ „მისი კომენტარები სრულიად მიუღებელი და დიპლომატიური პროტოკოლიდან გადახრილი“ იყო.

“გარდა ამისა, ელჩის შენიშვნები უგულებელყოფს ისრაელის მკაფიო პოზიციას უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ – პოზიცია, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის, კიევში წელს ვიზიტით და ისრაელის გაერო-ში ხმების მიცემითაც გამოიხატა”, – დასძინა ფუქსმა.

ამასთან, ფუქსმა იმედი გამოთქვა, რომ ელჩის კომენტარები ორი ქვეყნის საერთო სურვილს დაემთხვევა, რათა თანამშრომლობის გაღრმავება გააგრძელონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები