აშშ-მა ვენესუელას სანაპიროსთან ნავთობტანკერი დააკავა, რასაც კარაკასის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას სანაპიროსთან სანქცირებული ნავთობტანკერი დააკავა.
ვენესუელის მთავრობა აცხადებს, რომ ეს აშკარა ქურდობა და საერთაშორისო მეკობრეობის აქტია.
“ამ ვითარებაში, ვენესუელას წინააღმდეგ ხანგრძლივი აგრესიის ნამდვილი მიზეზები საბოლოოდ გამოვლინდა. საქმე ყოველთვის ეხებოდა ჩვენს ბუნებრივ რესურსებს, ჩვენს ნავთობს, რომლებიც ექსკლუზიურად ვენესუელელ ხალხს ეკუთვნის”,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მედიის ცნობით, ნავთობტანკერის დაკავებამ ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია და ვაშინგტონსა და კარაკასს შორის დაძაბულობა გაამწვავა.