სანქტ-პეტერბურგში მიგრანტებს ტაქსის მძღოლებად და კურიერებად მუშაობა 2026 წლამდე აეკრძალათ
სანქტ-პეტერბურგში ტაქსის მძღოლებად და კურიერებად მიგრანტების დასაქმება 2026 წლის ბოლომდე აიკრძალება.
ქალაქის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ბრძანებულებას ხელი მოაწერა სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდრე ბეგლოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც მიგრანტები 2026 წლის ბოლოსთვის ვეღარ დაასაქმდებიან ტაქსის მძღოლებისა და საკურიერო სერვისების სფეროში.
„აკრძალვა ვრცელდება ისეთ საქმიანობაზე, როგორიცაა მსუბუქი ტაქსები და მძღოლის მიერ მართული ავტომობილების გაქირავება, კურიერული მომსახურება. კურიერული მიწოდების მომსახურება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით“, – განაცხადა პრესსამსახურმა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასევე ეკრძალებათ სახლში საკვების მიტანა და სხვა კურიერული საქმიანობა.
კომპანიებს მიცემული აქვთ დრო ცვლილებების შესატანად და სამუშაო პროცესის რეგულირებისთვის.
როგორც მედია აღნიშნავს, ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ აკრძალვამ შეიძლება გამოიწვიოს ტაქსებისა და საკურიერო მომსახურების სერვისების გაძვირება და დეფიციტი, რაც მოსახლეობას პრობლემებს შეუქმნის.
უცხოური მედიის ცნობით, სანქტ‑პეტერბურგი არ არის პირველი რეგიონია რუსეთში, სადაც მიგრანტების დასაქმების შეზღუდვები ამ მიმართულებით მოქმედებს. გასული წლიდან რუსეთის რამდენიმე რეგიონში უცხოელებს ტაქსისა და კურიერის სერვისებში მუშაობა აუკრძალეს. ტულის, ჩელიაბინსკის, მაგადანის, კალუგის, ტიუმენისა და კურგანის რეგიონებში უკვე რამდენიმე წელია შეზღუდვებია დაწესებული.