რომის პაპი – ტრამპის განცხადებები ევროპის შესახებ ალიანსის დაშლის მცდელობაა

რომის პაპმა ლეო XIV-მ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებები ევროპის შესახებ ალიანსის დაშლის მცდელობაა.

პაპმა ლეომ დასძინა, რომ ევროპის როლი უკრაინაში მშვიდობის მიღწევაში მნიშვნელოვანია.

„ევროპის მოლაპარაკებებში ჩართვის გარეშე სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არარეალურია, იმის გათვალისწინებით, რომ ომი ევროპაში მიმდინარეობს. ევროპა ამის ნაწილი უნდა იყოს და სამწუხაროდ, ყველას არ ესმის ეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ევროპელი ლიდერებისთვის დიდი შესაძლებლობაა გაერთიანდნენ და ერთად ეძებონ გამოსავალი“, – განაცხადა მან.

პაპმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათ ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობა განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები