,,მოსამართლეები თავს არ ზოგავენ იმისთვის, რომ საკუთარი უფლებამოსილება შეასრულონ სათანადოდ და მაღალი ხარისხით, რაც არაერთხელ დადასტურებულა”,- ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა ,,ქრონიკასთან” განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოები კარგად მუშაობენ.
„ბოლო წლებში არაერთხელ გამოვაქვეყნებთ მონაცემები, რომ რამდენჯერმე არის შემცირებული საჩივრების რაოდენობა წარდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს სასამართლოებში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან მიმართებით. ესეც მიანიშნებს იმას, რომ სასამართლოები კარგად მუშაობენ და მოსამართლეები მათდამი დაკისრებულ მოვალეობებს ღირსეულად და მაღალი კვალიფიკაციურობით ართმევენ თავს“, – აღნიშნა გვრიტიშვილმა.
ცნობისთვის, სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია.