ლევან მახაშვილი: ამერიკაც ხედავს, რომ ბევრი მიმართულებით ბრიუსელი ჩიხში შესულია

“ერთი-ორი მეზობელი კი არ აკრიტიკებს, კითხვებს სვამს მისი ყველაზე მთავარი პარტნიორი, იმიტომ რომ ამერიკაც ხედავს, რომ ბევრი მიმართულებით ბრიუსელი ჩიხში შესულია,” – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„ბრიუსელისგან გვესმის ომის რიტორიკა, რაც დასანანია, რადგან ევროკავშირი შეიქმნა სრულიად სხვა ღირებულებებზე, სრულიად სხვა ფასეულობებზე და დღეს ამ ნაწილში თანხვედრა აღარ არის. ამიტომაც არის ამერიკის კრიტიკა, რომ უნდა ევროპა დაუბრუნდეს ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს, ის რაზეც შეიქმნა და რაზეც აზრთა თანხვედრა იყო გასული 70 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებებს ევროპის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება. შალვა პაპუაშვილი ევროპის ცივილიზაციურ უფსკრულზე წერს. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ვეღარ შეძლებს ამ პროცესების იგნორირებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები