ლავროვი: ტრამპი დასავლეთში ერთადერთია, ვისაც უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზები ესმის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც, რუსეთის შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ძირითადი მიზეზების გააზრება დაიწყო.
“ტრამპი ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც დაიწყო იმ მიზეზების გაგება, რამაც უკრაინაში ომი გარდაუვალი გახადა”,- განაცხადა მინისტრმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს პოზიცია მკვეთრად განსხვავდება დასავლელი ლიდერების უმრავლესობის მიდგომისგან და მისივე თქმით, მოსკოვი ამას აფასებს.
როგორც მედია აღნიშნავს, რუსულ მხარეს ხაზგასმით არ უთქვამს, რომ ტრამპის განცხადებები რუსეთის პოზიციას სრულად ემთხვევა, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსი შეფასებები კონფლიქტის მიზეზებზე ყურადღების გამახვილებას ხელს უწყობს.