ტრამპის ადმინისტრაციის გეგმის თანახმად, უცხოელ ტურისტებს, შესაძლოა სოციალური მედიის 5-წლიანი ისტორიის წარდგენა დაევალოთ

ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, რომ ყველა უცხოელ ტურისტს ქვეყანაში შესვლისთვის ბოლო ხუთი წლის სოციალური მედიის ისტორიის წარდგენა მოსთხოვოს, რის შესახებაც ნათქვამია ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში,- ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

საბაჟო და სასაზღვრო დაცვის განცხადების თანახმად, მონაცემები „სავალდებულო“ იქნება აშშ-ში ახლადშემოსულებისთვის, მიუხედავად იმისა, უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნებიდან შემოდიან თუ არა.

“დიდი ბრიტანეთი და გერმანია იმ ქვეყნებს შორის არიან, საიდანაც ვიზიტორებს აშშ-ში შესვლისთვის ვიზა არ სჭირდებათ, რაც, განცხადების თანახმად, მოგზაურებისთვის დამატებით დაბრკოლებას შექმნის. ბრიტანეთის მოქალაქეებს და უვიზო მიმოსვლის მქონე სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ამჟამად შეუძლიათ ვიზების მიღების ნაცვლად შეავსონ „მოგზაურობის ავტორიზაციის ელექტრონული სისტემა“. – წერს NBC News-ი.

მათივე ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ გაზარდა შეზღუდვები აშშ-ში შემსვლელ პირებზე და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კამპანია ჩაატარა, რომელიც სასაზღვრო და მიგრაციული მიმართულებით ზომების გამკაცრებაზე იყო ორიენტირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები