მედია: ჩინეთი დარწმუნებულია, რომ რთული სიტუაციების მიუხედავად, თავის ეკონომიკურ მიზნებს მიაღწევს
ჩინეთი დარწმუნებულია, რომ გამოწვევებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, თავის ეკონომიკურ მიზნებს მიაღწევს,- ამის შესახებ ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა, ლი ციანმა განაცხადა.
სახელმწიფო მედიის ცნობით, ლიმ ეს განცხადება პეკინში, მსხვილი საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან „1+10“ დიალოგის დროს გააკეთა.
“ჩინეთის ეკონომიკა, ზეწოლის მიუხედავად, წინ მიიწევს და წელს ახალ შედეგებს აღწევს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ და შეგვიძლია მთელი წლის განმავლობაში ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნებისა და ამოცანების შესრულება”,- განაცხადა ლიმ.
ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნებს გლობალური ეკონომიკური მმართველობის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სავაჭრო წესრიგის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა ღიაობისა და თანამშრომლობის შენარჩუნებას.
“ჩინეთი გააგრძელებს თავისი კარის გაღებას გარე სამყაროსთვის და მიესალმება მეტ უცხოურ კომპანიას ჩინეთის ბაზრის შესასწავლად”,- დასძინა მან.