ზახაროვა: უკრაინაში აშშ-ის მიერ კონტროლირებადი არჩევნები მარიონეტული სპექტაკლი იქნება
სიტუაცია, რომელშიც კიევის ლიდერი, ვოლოდიმირ ზელენსკი, შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს უკრაინაში არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს, თოჯინების თეატრს ჰგავს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ ის მიმდინარე მოვლენებს ცინიზმის ახალ დონედ მიიჩნევს.
“ზელენსკისთვისაც კი ეს განსაკუთრებულ, ეშმაკურ მანევრს ჰგავს. არ მახსოვს არცერთი ქვეყანა, რომელსაც სხვა სახელმწიფოებისგან მის ტერიტორიაზე არჩევნების უზრუნველყოფა მოეთხოვა, საკუთარი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის აღიარების გარეშე”,- განაცხადა ზახქროვამ.
ცნობისთვის, ზელენსკი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყანა არჩევნებისთვის მზად იქნება 60 დღეში მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.