1 დაღუპული და 1 დაშავებული – კენტუკის უნივერსიტეტში სროლა მოხდა

ამერიკაში, კენტუკის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში მომხდარი სროლის შედეგად ერთი სტუდენტი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა.

პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი სტუდენტურ საცხოვრებელ შენობაში მოხდა. დაშავებული პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი დააკავეს. ის მკვლელობისა და პირველი ხარისხის ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ციხეშია გადაყვანილი.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ თანამშრომლობს სამართალდამცველ ორგანოებთან და მხარდაჭერას უწევს დაზარალებულთა ოჯახებს.

სროლის მოტივი დგინდება, მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით, სროლა პირადი კონფლიქტის გამო მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები