მასკი: ევროკომისია უნდა დაიშალოს

ამერიკელმა მილიარდერმა და კომპანია X-ის მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ევროკომისია უნდა დაიშალოს, ხოლო ევროკავშირის მართვის არსებული სისტემა „ბიუროკრატიის მმართველობას“ წარმოადგენს და არა დემოკრატიას.

მასკმა განცხადება სოციალურ ქსელ X-ზე მას შემდეგ გაავრცელა, რაც ევროკავშირმა პლატფორმა X ევროკავშირის ციფრული მომსახურების აქტის (DSA) შესაძლო დარღვევების გამო დააჯარიმა.

მასკმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერი პირდაპირი არჩევნებით უნდა აირჩეს.

ევროკომისიის წარმომადგენლებმა მასკის განცხადებებს უპასუხეს, რომ ევროკავშირი დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული კავშირია და მისი ინსტიტუციური სტრუქტურა დამტკიცებულია წევრი ქვეყნების მიერ.

ბრიუსელში განაცხადეს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობა თანაბრად ვრცელდება ყველა კომპანიაზე, მათ შორის მსხვილ ტექნოლოგიურ პლატფორმებზე.

ევროკავშირში ასევე აღნიშნეს, რომ ერთი ბიზნესმენის განცხადებები არ ასახავს ევროკავშირის ინსტიტუტების პოზიციას და არ არსებობს პოლიტიკური პროცესი ან კონსენსუსი, რომელიც ევროკომისიის დაშლას ან ევროკავშირის გაუქმებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები