კაია კალასი: ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას

ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს თვითდაჯერებულობა თეთრი სახლის სტრატეგიულ დოკუმენტში ევროკავშირის პოლიტიკის კრიტიკის ფონზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა.

„რაც შეეხება ამერიკის თავდასხმებს ევროპულ გზასა და სტრატეგიაზე… ვფიქრობ, ჩვენ უფრო თვითდაჯერებულები უნდა ვიყოთ, რადგან ყველა ის საკითხი, რომელსაც ევროპის შესახებ კითხულობთ, არ არის სიმართლე“, – თქვა კალასმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტთან აზრთა გაცვლის დროს.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა კრიტიკამ შეიძლება გამოიწვიოს განხეთქილება როგორც ევროკავშირსა და აშშ-ს შორის, ასევე, თავად ევროპულ ქვეყნებს შორის, ყურადღება ევროპის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე უნდა გამახვილდეს.

„პოლიტიკაში, თუ დებატებში შედიხარ ისეთ საკითხებზე, რომელთა არარეალურობაც შენ იცი, მაშინ ფაქტობრივად თანხმდები ამაზე. ანუ, ჩვენ ვიცით, რომ ეს აბსურდია… ევროკავშირი თავისუფლების არსია. ამიტომ, ნებისმიერი ასეთი კრიტიკა თავისუფლებებთან დაკავშირებით სხვა მიმართულებით უნდა იყოს მიმართული. რუსეთისკენ, ალბათ, სადაც აკრძალულია განსხვავებული აზრი, სადაც აკრძალულია თავისუფალი მედია, სადაც აკრძალულია პოლიტიკური ოპოზიცია.

ჩვენც შეგვიძლია ბევრი რამ მივუთითოთ, რაც ამერიკაში არასწორია. მაგრამ ეს არ არის ჩვენი მუშაობის მეთოდი. ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას“, – განაცხადა კალასმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები