პაკისტანის საზღვრისპირა რეგიონში თავდასხმის შედეგად ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, ავღანეთის საზღვართან ახლოს, შეიარაღებულმა პირებმა უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში, სადაც ბოლო წლებში შეიარაღებული დაჯგუფებების აქტივობა გახშირებულია. თავდამსხმელებმა საკონტროლო პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც უსაფრთხოების ძალებსა და შეიარაღებულ პირებს შორის შეტაკება მოხდა.

პაკისტანის სამხედრო უწყების ცნობით, ოპერაცია დასრულებულია და ტერიტორია კონტროლს ექვემდებარება. თავდამსხმელთა ზუსტი რაოდენობა და ვინაობა ამ ეტაპზე არ სახელდება.

ოფიციალურმა ისლამაბადმა ინციდენტში ბრალი დასდო ავღანელ მებრძოლებს და განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის სასაზღვრო ტერიტორიას თავდასხმისთვის იყენებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაწყებულია გამოძიება და უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები