Reuters: იაპონიის სანაპიროსთან 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც ცუნამის შესახებ გაფრთხილება და მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გაცემულია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს (JMA) ცნობით, ადგილობრივი დროით 23:15 საათზე მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე შესაძლოა სამი მეტრის (10 ფუტის) სიმაღლის ცუნამი მოხვდეს.
ამ დროისთვის დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.