621 ნაძვის ხე ერთ სახლში – გერმანიაში მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა
დასავლეთ გერმანიაში მცხოვრებმა სუზანა და თომას ჯერომინებმა საკუთარ სახლში 621 ნაძვის ხე დადგეს და ამით ერთ სივრცეში განთავსებული ნაძვის ხეების რაოდენობის მსოფლიო რეკორდი დაამყარეს.
წყვილის ინფორმაციით, ნაძვის ხეები თითქმის ყველა ოთახში განათავსეს. რეკორდი ოფიციალურად აღიარა გერმანიის რეკორდების ინსტიტუტმა (Record Institute Germany).
ჯერომინების ოჯახი მსგავსი მცდელობებით წარსულშიც იყო ცნობილი. მათ არაერთხელ გააუმჯობესეს საკუთარი შედეგი და ყოველ ჯერზე გაზარდეს სახლში განთავსებული ნაძვის ხეების რაოდენობა.