კოშტა: ჩვენთვის ევროპის პოლიტიკაში ჩარევის საფრთხე მიუღებელია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ უარყო შეერთებული შტატების ნებისმიერი მცდელობა, ჩაერიოს ევროპის პოლიტიკაში.
კოშტამ ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ვაშინგტონმა გამოაქვეყნა ახალი უსაფრთხოების სტრატეგია, რომელშიც, მედიის ცნობით, მკვეთრად აკრიტიკებს ევროპის პოლიტიკას.
„ჩვენთვის მიუღებელია ევროპის პოლიტიკაში ჩარევის საფრთხე. აშშ ვერ ჩაანაცვლებს ევროპელი მოქალაქეების არჩევანს, რომელი პარტიაა მისთვის კარგი ან ცუდი. აშშ ვერ შეცვლის ევროპის ხედვას გამოხატვის თავისუფლების მხრივ“, – განაცხადა კოშტამ ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ევროპაში ამჟამინდელი ტენდენციები თუ გაგრძელდება, კონტინენტი 20 წელიწადში ან უფრო ნაკლებ დროში ისე შეიცვლება, რომ მისი ამოცნობა შეუძლებელი იქნება.