ტაილანდმა კამბოჯაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა
ტაილანდმა კამბოჯასთან სადავო საზღვარზე საჰაერო დარტყმები დაიწყო, მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანამ ერთმანეთი მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა,- ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
ტაილანდის არმიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით დილის 5:00 საათზე ახალი შეტაკებების შედეგად, სულ მცირე ერთი ტაილანდელი ჯარისკაცი დაიღუპა და რვა დაიჭრა.
ტაილანდის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ კამბოჯამ მობილიზაცია მოახდინა და მძიმე შეიარაღება გამოიყვანა. ასევე, მოამზადა დამხმარე ელემენტები, რომლებსაც შეეძლოთ სამხედრო ოპერაციების ესკალაცია.
„ამ მოვლენებმა გამოიწვია საჰაერო ძალების გამოყენება კამბოჯის სამხედრო შესაძლებლობების შესაკავებლად და შესამცირებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის ტაილანდსა და კამბოჯას შორის სასაზღვრო დავა ივლისში ხუთდღიან კონფლიქტში გადაიზარდა, რომელიც მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ანვარ იბრაჰიმისა და ტრამპის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით შეჩერდა.