გიორგი გაბუნია: BBC უნდა მოემზადოს ხანგრძლივი სამართლებრივი დავისთვის
,,ბინძურ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი BBC-ის მიერ გავრცელებულ სიუჟეტში, რისი ერთადერთი მიზანიც იყო, რომ დაეზიანებინათ საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი”, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ცილისწამებისთვის ყველა პასუხს აგებს.
„BBC უნდა მოემზადოს ხანგრძლივი სამართლებრივი დავისთვის. ყველა იმ ადამიანმა, რომელიც იყო ჩართული და რომელთაც გააზრებული ჰქონდათ, რომ მიზანმიმართულად დაებრალებინათ საქართველოსთვის უმძიმესი ბრალდება, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ სიუჟეტში, პასუხი უნდა აგოს ცილისწამებისთვის“, – აღნიშნა გაბუნიამ.
ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.