სენატორი ტედ კრუზი: ევროკომისიის მიერ X-ისთვის დაკისრებული 140 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა საზიზღრობაა – ტრამპმა სანქციები უნდა დააწესოს, სანამ ეს ფარსი არ შეწყდება

აშშ-ის სენატორი, ტედ კრუზი, ევროკომისიის მიერ სოციალურ ქსელ X-ის დაჯარიმებას საზიზღრობას უწოდებს და ამერიკელების სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმად აფასებს.

კრუზი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპმა სანქციები უნდა დააწესოს, სანამ ეს მდგომარეობა არ შეიცვლება.

“ევროკომისიის მიერ X-ისთვის დაკისრებული 140 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა საზიზღრობაა. ეს არის თავდასხმა დიდ, ამერიკულ სამუშაო ადგილების შემქმნელზე და ყველა ამერიკელის სიტყვის თავისუფლებაზე. ტრამპმა სანქციები უნდა დააწესოს მანამ, სანამ ეს ფარსი არ შეწყდება.” – წერს ტედ კრუზი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები