ანდრეი ერმაკი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოდან გაათავისუფლეს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოდან (NSDC) თავისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი გაათავისუფლა, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ ბრძანებულებაში.

28 ნოემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერმაკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მოგვიანებით ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას ერმაკის გათავისუფლების შესახებ. მანამდე, ვერხოვნა რადას დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (NABU) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა (SAPO) უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში ატეხილი კორუფციული სკანდალის ფონზე ერმაკის სახლში ჩხრეკას ატარებდნენ.

„მოხსენით ა. იერმაკი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოდან“, – ნათქვამია ბრძანებულებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები