ვაშინგტონმა Lukoil-ის ბენზინგასამართ სადგურებს სანქციებისგან დროებითი გათავისუფლების ვადა გაუხანგრძლივა
ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ვადა გაუგრძელა სპეციალურ ლიცენზიას, რომელიც უცხოეთის ქვეყნებში Lukoil-ის ბენზინგასამართი სადგურების ქსელს დროებით სანქციებისგან ათავისუფლებს.
სანქციების ძირითადი პაკეტი, რომელიც კომპანიას რუსეთში წარმოებისა და ნავთობის სექტორთან დაკავშირებული საქმიანობის გამო დაუწესდა, ძალაში რჩება. უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მომავალი წლის აპრილამდე იმოქმედებს. დროებითი შეღავათი შეეხება მხოლოდ უცხოურ ქსელს და ოპერაციებს, რომლებიც საჭიროა სადგურების ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის.
რეგულაცია მხოლოდ ბენზინგასამართ სადგურებზე გავრცელდება და კომპანიის სხვა საქმიანობაზე შეზღუდვები ძალაში დარჩება.