სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს

სომხეთში სასამართლომ სომხური სამოციქულო ეკლესიის კანცელარიის ხელმძღვანელს, მთავარეპისკოპოს არშაკ ხაჩატრიანს, საჯარო ადგილას ნარკოტიკების უკანონო გავრცელების საქმეზე ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ადვოკატ არსენ ბაბაიანის თქმით, სასულიერო პირის ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

გამომძიებლების თქმით, 2018 წელს მან, სავარაუდოდ, დისკრედიტაციის მიზნით, ბრძანა ნარკოტიკების ჩადება ერთ-ერთი აქტივისტის ჩანთაში, რომელიც მონაწილეობდა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 393-ე მუხლით, რაც “ნარკოტიკების ჯგუფურად, საზოგადოებრივ ადგილზე უკანონოდ რეალიზაციას” გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები