მედია: მაიამიში უკრაინისა და ამერიკის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა
მაიამიში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შეხვედრაში უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებში ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი მონაწილეობდნენ.
შეხვედრის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.