მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გატაცებული კიდევ შვიდი უკრაინელი ბავშვი დაუბრუნდა ოჯახებს

აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ძალისხმევით რუსეთიდან შვიდი უკრაინელი ბავშვი დააბრუნეს. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„კიდევ შვიდი ბავშვი – ექვსი ბიჭი და ერთი გოგონა – უკრაინაში ოჯახებთან დაბრუნდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მელანია ტრამპის თქმით, მისი ერთგულება ბავშვების ოჯახებში უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველყოფის მიმართ ურყევია.

„მე ვაფასებ რუსეთისა და უკრაინის ლიდერობას და დაჟინებულ დიპლომატიას ბავშვებისა და ოჯახების გაერთიანების მცდელობაში. მათმა ხიდების აგებამ თანამშრომლობისთვის ხელშესახები გარემო შექმნა – ოპტიმიზმის საყრდენი. ეს თანამშრომლობა პროცესის წინსვლას შემდეგ ეტაპზეც გააგრძელებს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

პირველი ლედის თქმით, გაერთიანების ინიციატივის განსახორციელებლად ჰუმანიტარული მხარდაჭერა შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყო.

„მჭიდრო პარტნიორობით, მე და ჩემმა წარმომადგენელმა შეერთებული შტატებიდან ჰუმანიტარული მხარდაჭერა გავწიეთ, რათა გაგვეუმჯობესებინა ინიციატივის შედეგები. ჩემი იმედია, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენი კოლექტიური ძალისხმევა უფრო ფართო რეგიონულ სტაბილურობას გამოიწვევს“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები