რომის პაპმა ფრანცისკემ ანდერძში უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის თანხა გამოყო
რომის პაპმა ფრანცისკემ საკუთარ ანდერძში უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად თანხა გამოყო — ამის შესახებ დეტალები დომინიკელმა მონაზონმა ლუსია კარამმა გაასაჯაროვა.
მონაზონის განცხადებით, პაპის ანდერძში განსაზღვრული თანხა უკრაინაში სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო სერვისებს, მათ შორის სასწრაფო დახმარების ავტომობილების შეძენას მოხმარდება.
კარამის თქმით, პაპი ფრანცისკე განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა უკრაინაში მიმდინარე ჰუმანიტარულ კრიზისს და სიცოცხლის ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად ზრუნავდა იმ სამედიცინო მისიებზე, რომლებიც ომით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება. მონაზონის თქმით, პაპის გადაწყვეტილებამ უკრაინული ჰუმანიტარული მისიებისთვის “მნიშვნელოვანი და ემოციური მხარდაჭერის” სახე მიიღო.