სახალხო დამცველმა ბრალდებული ალეკო ელისაშვილი მოინახულა
2025 წლის 4 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა N6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილი, ასევე დაწესებულებაში მყოფი სხვა პატიმრები მოინახულა და მათი განთავსების პირობებს გაეცნო.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ამასთან, სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მოინახულა ახლად გახსნილი ხის საამქრო, გაეცნო დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროგრამებს, დაათვალიერა პირადი სივრცეები და შეხვდა და გაესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციას.