აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტს ტრამპის სახელი დაერქვა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მშვიდობის ინსტიტუტს დონალდ ტრამპის პატივსაცემად სახელი შეუცვალა, – ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი წარწერა უკვე განთავსებულია ინსტიტუტის შენობაზე ვაშინგტონში.
„დღეს დილით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი მომლაპარაკებლის პატივსაცემად ყოფილ მშვიდობის ინსტიტუტს სახელი შეუცვალა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დონალდ ჯ. ტრამპის მშვიდობის ინსტიტუტში“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
CNN-ის ინფორმაციით, წელს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ინსტიტუტისთვის ფედერალური დაფინანსების გაუქმება მოითხოვა და თანამშრომლები გაათავისუფლა.