დენის სალუქვაძე – სტაჟიორებთან შეხვედრაზე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალ თაობასთან, დარგის მომავალ სპეციალისტებთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი სტაჟიორებს შეხვდა.შეხვედრაზე სტაჟიორებმა განვლილი საქმიანობის შესახებ ანგარიშები წარადგინეს. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
დენის სალუქვაძემ სტაჟიორებს დეტალურად გააცნო სამინისტროს მიერ სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების კუთხით მიმდინარე პროექტები და ყურადღება დარგის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
”ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალ თაობასთან, დარგის მომავალ სპეციალისტებთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა. სწორედ თქვენ, მომავალმა პროფესიონალებმა კიდევ უფრო უნდა განავითაროთ სოფლის მეურნეობა. მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს, რომ პროფესიონალებად ჩამოყალიბდეთ და უშუალო კომუნიკაცია გქონდეთ დამსაქმებლებთან. მთავარია თქვენი მოტივაცია”, – განაცხადა შეხვედრისას დენის სალუქვაძემ.
საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში ანაზღაურებად სტაჟირებას გადის 8 სტუდენტი/ კურსდამთავრებული