ნავთობი, თავდაცვა და გეოპოლიტიკა: რატომ სტუმრობს პუტინი ინდოეთს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ინდოეთში ორდღიან ვიზიტს იწყებს.

ქვეყნის ლიდერი პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდება და ორი ქვეყნის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტს დაესწრება.

ვიზიტის დროს, რომელიც რამდენიმე თვით ადრე დაიგეგმა, დელი და მოსკოვი რამდენიმე შეთანხმებას მოაწერენ ხელს. მხარეები ასევე განიხილავენ ნავთობთან, თავდაცვასთან და გეოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს.

როგორც “ბიბისი” წერს, ვიზიტი ხდება იმ დროს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ომის დასრულების მიზნით, რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებების სერიას მართავს.

მედიის ცნობით, ინდოეთი და რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ახლო მოკავშირეები იყვნენ და პუტინსა და მოდის თბილი ურთიერთობა აკავშირებთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები